გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, მხოლოდ ორი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი - ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი პოლიტიკური ძალა და გლობალური ომის პარტია

2-04-2024

"ფაქტობრივად, ქართული კომპრომეტირებული ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დაერთებული და დროის ამბავია მისი გარდაუვალი სიკვდილი," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძის თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, მხოლოდ ორი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი - ქართველი ხალხი და მისი ინტერესების გამტარი პოლიტიკური ძალა და გლობალური ომის პარტია თავისი ადგილობრივი და რეგიონული ფილიალებით. მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვე აშორებს ქართულ საზოგადოებას პარაზიტიზმის, "პოლიტიკანიზმისა" და “აგენტოკრატიისაგან” სრულ თავისუფლებამდე.


„რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს, სწორედ ეს არის უცხოური ჩარევა არჩევნებში”- შალვა პაპუაშვილი. ფაქტობრივად, ქართული კომპრომეტირებული ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დაერთებული და დროის ამბავია მისი გარდაუვალი სიკვდილი. მანამდე კი პოლიტიკური პოლარიზაცია და შესაბამისად, ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნა ქართულ პოლიტიკაში, საკუთარ თავზე აიღო გლობალური ომის პარტიამ. ამიტომაცაა, რომ პარაზიტი პოლიტიკოსები ამორფულ მასად იქცნენ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და მათი აქტიურობა, მომაკვდავის ბოლო პულსაციასავით იგრძნობა მხოლოდ! აქედან გამომდინარე, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, მხოლოდ ორი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი - ქართველი ხალხი და მისი ინტერესების გამტარი პოლიტიკური ძალა და გლობალური ომის პარტია თავისი ადგილობრივი და რეგიონული ფილიალებით! ძალიან კარგი პროცესია, რამდენიმე თვე აშორებს ქართულ საზოგადოებას პარაზიტიზმის, "პოლიტიკანიზმისა" და “აგენტოკრატიისაგან” სრულ თავისუფლებამდე!“ - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930