2-04-2024
„ხალხი ხედავს, რომ ეკონომიკა, ბიუჯეტი გაიზარდა და ქვეყანა ვითარდება. ოპოზიცია კი ფიქრობს, თუ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შევცვლი, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ქვეყანაში ყველაფერი დადებითი ჩავახშო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის მტერია. „ადამიანი თუ მიბმულია ვაშაძეს, დეკანოიძეს, მიშა სააკაშვილს და მოწამლული ნაცია მას არაფერი ეშველება“ - აღნიშნა მან.
„რატომ არ არის ეს ოპოზიცია და რატომ არიან აგენტები? რას ნიშნავს ოპოზიცია? დარგები, რომელიც ვითარდება, იმას ჯანსაღი ოპოზიცია არ უნდა შეეხოს, აღიაროს, რომ ეკონომიკა და ბიუჯეტი გაიზარდა. წესით, სადაც რამე პრობლემაა, იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, წამოწიონ საკითხი და ხალხსაც დაანახონ, რომ აი აქ პრობლემაა. ასე არ აკეთებენ.
მტერი რატომ არის ეს ოპოზიცია? - ხალხი ხედავს, რომ ეკონომიკა და ბიუჯეტი გაიზარდა და ქვეყანაში დადებითი პროცესები მიდის, თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, თუ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შევცვლი, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ დადებითი ჩავახშო.
ესენი მტრები არიან, ჩვეულებრივი აგენტები - ჯანსაღი ოპოზიცია დადებითს უნდა აღიარებდეს, მაგრამ იმასაც უნდა ამბობდეს, რომ ამ საკითხში თქვენ მოიკოჭლებთო. ასე ვითარდება სწორედ ქვეყანა.
მათი ქცევა უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა. კორუფცია შვეიცარიაშიც არის, ყველა განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ მას ებრძვიან.
ადეიშვილს რომ დაატარებენ აქეთ-იქით, ვეტინგის სისტემას თავზე გვახვევენ, ნორმალურია ეს? ადამიანი თუ მიბმულია ვაშაძეს, დეკანოიძეს, მიშა სააკაშვილს და მოწამლული ნაცია, იმას არაფერი ეშველება, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა,“ -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.