გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: 5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება და 1,000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შეეძლება

3-04-2024

ციფრული ჰაბის განვითარება კიდევ ერთ პრიორიტეტად დაასახელა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს, მეორე მხრივ კი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების" ფორმირებას.


„ინტერნეტიზაცია საქართველოს რეგიონებში მეტი ეკონომიკური აქტივობის და ზოგადად, მეტი ეკონომიკურ-სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით გრძელდება პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა. 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1,000-მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პლატფორმაზე Do IT in Georgia, რომელიც ხორციელდება კერძო - საჯარო პარტნიორობის ფორმატში და IT პროფესიებში კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2024 წელს, ჯამურად 2000 აპლიკანტი ჩაირიცხება და მათზე სასწავლო გრანტი გაიცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31