გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას პასუხი არ აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში რა არის რუსული - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ფული რაში, რამდენი და ვისგან მოწოდებული იხარჯება

4-04-2024

„ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი „რუსული.“


ხუნდაძის შეფასებით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, უცხოეთიდან შემოსული თანხები სად იხარჯება.


„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და იძახის, რომ [კანონპროექტი] „რუსულია,“ მაგრამ დღესაც მას არ აქვს პასუხი, რა არის მასში რუსული. შეგვიძლია კიდევ რამდენიმე დღე დაველოდოთ და იქნებ გვითხრან, რა არის „რუსული.“ იქნებ, მართლაც არის რაღაც საეჭვო და ჩვენც დავფიქრდეთ, მაგრამ იქ არაფერია საეჭვო. ერთადერთი რამ არის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ფული რაში, რამდენი და ვისგან მოწოდებული იხარჯება. თუკი ევროპაში უკვე დაინიცირებულია ეს კანონპროექტი და საფრანგეთში ღებულობენ მას, თუ იქ არის ამერიკულ-ბრიტანული, მაშინ ეს რატომ არის რუსული საქართველოში?!“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31