გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: ერთი წელი გადის და პირობის მიუხედავად, ვერავინ გვაჩვენებს დოკუმენტს, რომ დამფინანსებლების მხრიდან ინფორმაცია იქნება ღია, თორემ არასამთავრობოებისგან ამის მოლოდინი რომ არ იყო, ისედაც ვიცოდით

5-04-2024

„დღეს ხომ დავამტკიცეთ, რომ გამჭვირვალობის კანონის გაწვევა შარშან არ იყო სისუსტე. ქვეყანაში რადიკალური პროცესები რომ არ ემართა ვიღაცას, რასაც ზოგადად აპირებდა, ამას ავარიდეთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ქვეყანა," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.


მიქელაძის თქმით, მაშინ ეს ნაბიჯი რადიკალური პროცესების თავიდან ასარიდებლად გადაიდგა. კანონის ხელახლა შემოთავაზება მმართველი ძალის მხრიდან განაპირობებს იმას, რომ დაცული იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რათა ქვეყანას ჰქონდეს თანმიმდევრული და სწორი განვითარების შესაძლებლობა.


„შალვა პაპუაშვილმა, საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, არაერთხელ მიმართა მოეწოდებინათ მინიმუმ რაღაც სქემა, რა მიზნით ხდებოდა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა. მთავარი მიზანი გასულ წელს სწორედ ეს იყო [გამჭვირვალობის უზრუნველყოფა]. მაშინ, გასაგებია, რომ ქვეყნის რყევას აპირებდნენ, ამიტომ გავიწვიეთ კანონი და ვიღაცამ ეს სისუსტედ ჩათვალა, მაგრამ დღეს ხომ დავამტკიცეთ, რომ ეს არ იყო სისუსტე. ქვეყანაში რადიკალური პროცესები რომ არ ემართა ვიღაცას, რასაც ზოგადად აპირებდა, ამას ავარიდეთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ქვეყანა. ახლა უკვე იმ მხარემ [საერთაშორისო დონორები] გადაწყვიტა პასუხი არ გაეცა იმ მთავარ კითხვაზე, რაც მაშინ დაისვა.


მაშინ შეიძლება დოკუმენტურად არ გაფორმებულა, მაგრამ ზეპირი შეთანხმება ხომ იყო, რომ წინ გვაქვს გარკვეული პერიოდი და დამფინანსებლების მხრიდან ინფორმაცია იქნებოდა ღია, თორემ არასამთავრობოებისგან ამის მოლოდინი არ იყო, ეს ისედაც ვიცოდით. მაგრამ ერთი წელი გადის და ვერავინ ვერცერთ დოკუმენტს ვერ გვაჩვენებს, რომ რაიმე ამ თვალსაზრისით გახდა ღია. ის კი არა, რაც იყო წინა შეთანხმებაში, თუნდაც ამ არასამთავრობო სექტორის შიდა, არასახელმწიფო შეთანხმება, რომ დოკუმენტი გამჭვირვალე იქნებოდა, ის შეთანხმებაც საერთოდ გააქრეს სოციალური ქსელიდან, რომ ამაზე აღარ დასმულიყო კითხვის ნიშნები.


ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ერთად იყრის თავს იდუმალ ომის პარტიაში, რომელსაც კონკრეტული სახელი არ აქვს. თავის დროზე, ჩვენმა პრეზიდენტად წოდებულმა გაახმოვანა (არ ვიცი ეს იყო მიზანმიმართული, თუ წამოცდომა მისი მხრიდან), რომ რადგან ჩვენ არ ჩავერთეთ იმ პროცესში (მეორე ფრონტის გახსნა), საჭირო იყო სანქციების დაწესება. ახლაც იგივე ახსენა - სანქციების დაწესება ავტომატურად ფრონტის ხაზის გავლებას ნიშნავს. ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა ზუსტად ვიცით რა ჭირდება ამ ქვეყანას და რაც არის ქვეყნის თავისუფლების ამოსავალი წერტილი. ჩვენი ქვეყნის, ერის ინტერესია, რომ გვქონდეს თანმიმდევრული, სწორი განვითარება, თუნდაც ევროპული, რადგან მე არ ვთვლი, რომ მიუხედავად იმ კატაკლიზმებსა, რაც ევროპიდან მოდის, ევროპაც ასეთია - არა. იყვნენ იქ პოლიტიკისები, რომელთა მსგავსი ჩვენც გვყავდა, მოდი ვაღიაროთ, რომელთაც ჰქონდათ თითქოს ევროპული ლოზუნგები, თუმცა იყვნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის მხარდამჭერები. შესაბამისად, ჩვენთან ერთად, კითხვას სვამენ რიგითი მოქალაქეები - ესაა ევროპა, რომელიც მხარდამჭერი ხდება წამების? მაგალითად, როცა ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დადის ადეიშვილი და ვიღაცას ექმნება გადაადგილების პრობლემა," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930