გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ამერიკაში უკვე გაჩნდა „სტარბაქსის" საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: „გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?"

8-04-2024

„ამერიკაში უკვე გაჩნდა „სტარბაქსის"საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: „გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?" - როგორც პრივილეგიას სამსახურში პერსონალის აყვანის დროს. როგორც ჩანს „სქესის შეცვლა" უკვე აშშ-ს ნაციონალური იდეოლოგიის ნაწილად იქცა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალი“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ არა ხალხის ძალის „განგაში,“ შესაძლოა თბილისის „მაკდონალდის" ქსელში, „მოზარდებში „მადის აღმძვრელი" პიკანტური ისტორია ელტონ ჯონის ოჯახის თაობაზე დღემდე დაერიგებინათ.“

 

„კარგით რა, საიდან მოგაქვთ," - ჩვენი გენმოდიფიცირებულების საყვარელი შეკითხვაა ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებას ან პრევენციული მიზნით საკანონმდებლო დონეზე ვაინიცირებთ თავდაცვითი ხასიათის მექანიზმებს. რომ არა ჩვენი განგაში, თბილისის „მაკდონალდის" ქსელში, მოზარდებში „მადის აღმძვრელ" პიკანტურ ისტორიას ელტონ ჯონის ოჯახის თაობაზე დღემდე დაარიგებდნენ.


მართალია, ჯერ არ შემოუღიათ საქართველოში მოქმედ კიდევ ერთ ქსელში (Royal Coffee - STARBUCKS), მაგრამ ამერიკაში უკვე გაჩნდა მათ საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: "გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?" - როგორც პრივილეგიას სამსახურში პერსონალის აყვანის დროს. როგორც ჩანს "სქესის შეცვლა" უკვე აშშ-ს ნაციონალური იდეოლოგიის ნაწილად იქცა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930