გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა გახარიას პარტიის ალტერნატიულ კანონპროექტზე: გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა "ნაცების" დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში - მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად "ნაცებიო"

8-04-2024

მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ალტერნატიული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას.

 

ექსპერტის თქმით, გახარიას პარტიის ინიციატივა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს, დემოკრატიით შეფუთული განცხადებაა, თუმცა, მათ გუნდში ჰყავთ ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ისევე ფინანსდება უცხოელი დონორებისგან, როგორც გავლენიანი არასამთავრობოები.

 

"მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში. არ გამოვა დემოკრატიით შეფუთული განცხადებების კეთება, მითუმეტეს როცა გუნდში გყავს მეზვრიშვილი, რომელიც ზუსტად ისევე ფინანსდება, როგორც გიგაურები და ლომჯარიები. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კი ამ კანონის მიღება აუცილებელია და მოუწევს ყველას ამასთან შეგუება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებით განისაზღვრება. შავმა ფულმა დამოუკიდებელ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ უნდა იტრიალოს!" - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930