გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: შენ თვითონ როგორ უნდა გიტყდებოდეს ამ ქვეყანაში "ნაცობა", როგორ კოგნიტურ დისონანსში უნდა იმყოფებოდე საკუთარ თავთან, რომ რეალურად შეურაცხყოფილად გრძნობდე თავს - "ნაცის" შეძახილზე

10-04-2024

„მის დონემდე ავიდეს ვინმე სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც ფეხბურთია, ისეთ წარმატებას მიაღწიოს და მერე ფეხის წვერებზე ადგომით იქნებ ავტოგრაფი მაინც გამოართვას, სიბერეში სარფიანად გაყიდვის მიზნით.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კახი კალაძის მისამართით გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შესახებ.


„ამ და სხვა უამრავი "აღშფოთებული" განცხადებების ავტორებს შეგნებულად არ ვასახელებ - უფასო პოლიტიკური რეკლამა "წითელ პარასკევს" მექნება. უბრალოდ ანეკდოტი გამახსენდა:

- მამი, მამი! სკოლაში ბიჭები შეურაცხყოფას მაყენებენ! შე "ნაცო", შე "ნაცოო" მეძახიან! და მამაშენიც ნაციაო!!!

- მერე, შენც მიაყენე შეურაცხყოფა შვილო! თქვე "ქოცებო" დაუძახე!

- ვეძახი მამი! განა არ ვეძახი?!

- მერე? რაო იმათმა?

-რაო და არა სწყინთ მამი! არა!!!

ფროიდისეული წამოცდენის სტილში შენ თვითონ როგორ უნდა გიტყდებოდეს ამ ქვეყანაში "ნაცობა", როგორ კოგნიტურ დისონანსში უნდა იმყოფებოდე საკუთარ თავთან, რომ რეალურად შეურაცხყოფილად გრძნობდე თავს - "ნაცის" შეძახილზე.


რაც შეეხება კალაძეს - მის დონემდე ავიდეს ვინმე სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც ფეხბურთია, ისეთ წარმატებას მიაღწიოს და მერე ფეხის წვერებზე ადგომით იქნებ ავტოგრაფი მაინც გამოართვას, სიბერეში სარფიანად გაყიდვის მიზნით.


ხოლო რაც შეეხება ქოჩორაშვილს, "ღირსების ორდენის" მომავალ კავალერს, არა მგონია "ჯონ ლენონის" გზას დაადგეს, რომელმაც 1968 წელს ბრიტანეთის დედოფალს პროტესტის ნიშნად კუთვნილი საპატიო ჯილდო დაუბრუნა. ამისთვის ჯერ არც "ჯონ ლენონია" და არც "კახი კალაძე" - საქმეს მიხედოს, საქმეს! თამაშით გაგვახარეთ, თორემ თქვენში ნაცი რომელია, თუ ლგბტ-ს თაყვანისმცემელი - ეს ხომ თქვენი, და არა ჩვენი პრობლემაა?“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930