10-04-2024
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და დიპლომატიური კონიუნქტურა მოვიშველიოთ, რათა ფრაზები შევარჩიოთ უცხოელი აქტორების მიმართ, ვხედავთ, რომ ამ პროცესში ყველაზე მეტად სწორედ დონორი ორგანიზაციები არიან ჩართულნი“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტია უკვე პოლიტიკისთვის მიუღებელ წესებს იყენებს, რათა ქართული სახელმწიფო დააზიანოს, სწორედ ამიტომ, უკან დახევის ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.
„მაგალითად, შარშან, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ, „ხალხის ძალას“ გვითხრა, რომ დროებით ხომ არ აჯობებდა პროცესის ჩაწყნარება, იმ ინსინუაციებიდან გამომდინარე, რაც გლობალური ომის პარტიის აქაურმა და უცხოელმა წარმომადგენლებმა იკადრეს. თავის მხრივ, უცხოელმა დონორებმა პირობა დადეს, რომ არათუ რაიმე გაურკვევლობა იქნებოდა, არამედ ყველანაირი პროცესი გამჭვირვალე გახდებოდა. წელს კი ვხედავთ, რომ [გაუმჭვირვალე თანხები] გაორმაგებულია.
არანაირი უკან დახევა! შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, სადაც თამაშის მისაღებ წესებს არ გვთავაზობენ ის საერთაშორისო აქტორები, რომლებიც გამალებით ცდილობენ საქართველოს პირად პოლიტიკურ სივრცეში ჩართვას“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.