10-04-2024
ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების კონკრეტული წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება.
მისი განცხადებით, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, ქვეყანას ეშველება. შესაბამისად, კოლეგებს, რომელთა უმრავლესობას კანონპროექტი გადაკითხულიც კი არ აქვს, მოუწოდებს, რომ საკუთარ საქმიანობას პირნათლად მიხედონ და ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო აზრს არ დაუჭირონ მხარი.
"ერთი დიდი მსახიობის, კერძოდ რამაზ ჩხიკვაძის დარიგებიდან მახსენდება. ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, ეშველება ჩვენს ქვეყანასო. ხელოვნება მართლაც რომ ყველაფერზე მაღლა დგას და მოდით კოლეგებო მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად. დარწმუნებული ვარ ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს. ძალიან სამწუხაროა ის რომ ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს!" - წერს დავით შანიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.