გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: დასავლეთიდან რომ გვეუბნებიან, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის უფლება და თქვენ - არაო, ასეთი ორმაგი სტანდარტი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

11-04-2024

„ევროპული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან (რომელიც სხვათა შორის, პირველი პუნქტია 9 ნაბიჯიდან [ევრორეკომენდაციებიდან]) დასაცავად მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

სეფაშვილის თქმით, როდესაც დასავლეთიდან საქართველოს ეუბნებიან, რომ მხოლოდ დასავლურ სახელმწიფოებს აქვთ საკუთარი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის უფლება, ხოლო საქართველოს - არა, ეს ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობებს აღივებს და შესაბამისად, ძალიან სახიფათოა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

 

„ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა, როდესაც ევროკავშირის მხრიდან, ევროპარლამენტარები იქნებიან, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, შეშფოთებას გამოთქვამენ იმ კანონთან დაკავშირებით, რომლის მსგავსს და კიდევ უფრო მკაცრს თავად განიხილავენ ევროპარლამენტში და რომლის შესახებაც ევროდირექტივა ევროკომისიამ უკვე მოიწონა.

 

ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან დიდ საფრთხედ მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. თუ იქნება ასეთი ორმაგი სტანდარტი და ასეთ ნარატივები, რომ მე მაქვს უფლება, დავიცვა ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, ხოლო შენ ამის უფლება არ გაქვს - ასეთი ორმაგი სტანდარტები საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და სრულიად დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, რასაც საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

 

ამდენად, ევროპული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან (რომელიც სხვათა შორის, პირველი პუნქტია 9 ნაბიჯიდან [ევრორეკომენდაციებიდან]) დასაცავად მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები, რათა თავადვე დაიცვას საკუთარი ევროპული ღირებულება, რაზეც დგას ევროკავშირი.

 

ამიტომ მსგავსი ტიპის გამონათქვამები, არ ვფიქრობ, რომ მათი ამომრჩევლის თვალში მათ რაიმე წონას მატებს. მოგეხსენებათ, ივნისში ევროპარლამენტში არჩევნები ტარდება და მათი პოლიტიკური კარიერისა და იმიჯისთვის მსგავსი ტიპის მიდგომა ნამდვილად არ არის სახარბიელო,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930