გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: ნაც-ენჯეოები და მათი პატრონები ვერ ხვდებიან, რომ ქართველი ადამიანი შეურაცხყოფილი რჩება, როდესაც მას ეუბნებიან, რომ ის, რაც კარგია ევროპელისთვის ან ამერიკელისთვის, დაუშვებელი და აკრძალულია საქართველოს მოქალაქისთვის

11-04-2024

შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხანი ან ბევრი ადამიანი ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ! სწორედ ამიტომ, ძალიან უჭირთ ცრუ კამპანიის წარმოება და ადამიანების დარაზმვა საკუთარი შავი ფულის დასაცავად! იმათგანაც კი უარს იღებენ, ვისაც გასულ წელს “არა რუსულ კანონს” აძახებინეს და არის ინფორმაცია, რომ ადამიანებს სთხოვენ ისეთი ნეიტრალური ფრაზები მაინც დაწერონ, როგორიცაა “საქართველოს მომავალი ევროპაშია,” რომელსაც ისინი საკუთარ მხარდამჭერ გზავნილად თარგმნიან, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, ნაც-ენჯეოები და მათი პატრონები ვერ ხვდებიან, რომ ქართველი ადამიანი შეურაცხყოფილი რჩება, როდესაც მას ეუბნებიან, რომ ის, რაც კარგია ევროპელისთვის ან ამერიკელისთვის, დაუშვებელი და აკრძალულია საქართველოს მოქალაქისთვის.

 

„შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხანი ან ბევრი ადამიანი ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ! სწორედ ამიტომ, ძალიან უჭირთ ცრუ კამპანიის წარმოება და ადამიანების დარაზმვა საკუთარი შავი ფულის დასაცავად! იმათგანაც კი უარს იღებენ, ვისაც გასულ წელს “არა რუსულ კანონს” აძახებინეს და არის ინფორმაცია, რომ ადამიანებს თხოვენ ისეთი ნეიტრალური ფრაზები მაინც დაწერონ, როგორიცაა “საქართველოს მომავალი ევროპაშია,” რომელსაც ისინი საკუთარ მხარდამჭერ გზავნილად თარგმნიან. აბა ნახეთ, ამ ერთ კვირაში ყველა ტყვია გამოიყენეს - სახ.დეპი, ხმარებაში გაცვეთილი ევროპარლამენტარები, ბრიუსელი, საელჩოები და ა.შ. მაგრამ რა?! ხალხი ვეღარ აიყოლიეს! 9 აპრილის გამოყენებაც სცადეს და მხლოდ 1000-1500 ადამიანი შეკრიბეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც ფულს უხდიან, ისინიც კი აღარ გაყვნენ მორიგ აბსურდში! ამ შედეგს რამდენიმე მიზეზი აქვს: -სიმართლეს ვერ მოერევი, რა ძალითაც არ უნდა დაუპირისპირდე მას! - საზოგადოება გაცილებით უფრო მეტად ინფორმირებულია, ვიდრე გასულ წელს! - შეუდარებლად უფრო მწყობრად, ორგანიზებულად და ეფექტურად მუშაობს ქართული ოცნების საინფორმაციო კამპანია! - ნაც-ენჯეოები და მათი პატრონები ვერ ხვდებიან, რომ ქართველი ადამიანი შეურაცხყოფილი რჩება, როდესაც მას ეუბნებიან, რომ ის, რაც კარგია ევროპელი ან ამერიკელისთვის, დაუშვებელი და აკრძალულია საქართველოს მოქალაქისთვის! - იმის გაცნობიერების შემდეგ, რაც აშშ-მა და ევროკავშირის ბიუროკრატიამ უკრაინას გაუკეთა, საბოლოოდ დაკარგა ფასი მათმა სიტყვამ და პოზიციამ!

 

გარდა ამისა, აბსოლუტური დევალვაცია განიცადეს ჩვენმა მრავალჯერადი გამოყენების მომღერლებმა, მსახიობებმა, მოცეკვავეებმა თუ კურტუმოს ქნევის ჩემპიონებმა! ხან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აწერეს ხელი, ხან სხვა ბოლშევიკურ კოლექტიურ წერილებს… წულუკიანის მარწუხებიდან უნდა დავიცვათ კულტურაო და სინამდვილეში კარგად ვიცოდით, რომ მათ არ სურდათ კულტურის სფეროს ჭეშმარიტი თავისუფლება იმისათვის, რომ ისევ ჰქონოდათ ბერკეტები და მონობაში ჰყოლოდათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შემდეგ სცენიდან ნებისმიერ სიბინძურეს აკადრებინებდნენ! მადლობა ღმერთს, ძალიან ცოტანი არიან, უმცირესობის უმცირესობა!, მათი აზრი მხოლოდ იმიტომ კი არ არის უმნიშვნელო, რომ ცოტანი არიან, არამედ იმიტომ, რომ ანგაჟირებულები არიან! ქართული ოცნების მმართველობას “რეჟიმს” უწოდებენ მაშინ, როცა სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის გამპრავებლები იყვნენ და 2011 წლის 26 მაისს საკუთარ ანსამბლს, ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ რუსთაველზე ცეკვას აიძულებდნენ! ეს თუ “რეჟიმია,” მაშინ ისინი კოლაბორაციონისტები არიან, რადგან ამ “რეჟიმისგან” მილიონობით ლარს იღებენ ყოველწლიურად! გამოვიდნენ იმ დარბაზებიდან, იმ თეატრებიდან, უარი თქვან დაფინანსებაზე და არ აიღონ შეკვეთები სამთავრობო ღონისძიებების მოწყობაზე! მაგრამ ბიუჯეტის ფულიც უნდათ და თან ქვეყნის მტრობაც! არაფერი გამოუვათ! ამ უტიფრობით და ქვეყნის ყველაზე დიდ ქველმოქმედზე, კულტურის გადამრჩენელზე ბინძური იერიშით, მხოლოდ იმაში გვარწმუნებენ, რომ ადამიანის დაცემას საზღვარი არ აქვს!“ - წერს შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930