11-04-2024
„შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ამ კანონში ან არ ეთანხმებოდე რომელიმე პუნქტს, მაგრამ იკადრო და თქვა აბსოლუტური სიცრუე, თან დამჯერებელი სახით, მინიმუმ სირცხვილია!"-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ნინო ქათამაძის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, თითქოს ეს კანონი ემიგრანტებსაც შეეხება, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, სიცრუეა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რადგან დავრწმუნდით, რომ პოლიტიკური ინტერესების თუ პირადი გამორჩენის გამო ადამიანები უკადრებელს კადრულობენ, ამიტომ გვინდა კანონი სიცრუის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის შესახებ.
„ვამბობდი და კვლავაც დაჟინებით ვიმეორებ, საქართველოს პირველ რიგში სჭირდება კანონი რომელიც ცილისწამებას, ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სამართლებრივ რეგულაციებს დააწესებს. აბა, ნახეთ რა ხდება ვისაც რა გაუხარდება, იმას ამბობს საშინელ ტყუილს, გაუგონარ სიცრუეს და რა მერე?! თუნდაც მცირე რაოდენობის ადამიანები ხომ ისმენენ და იჯერებენ კიდეც?! ეს ყველაფერი განსაკუთრებით ამ გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში გამოჩნდა. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს ამ კანონში ან არ ეთანხმებოდე რომელიმე პუნქტს, მაგრამ იკადრო და თქვა აბსოლუტური სიცრუე, თან დამჯერებელი სახით, მინიმუმ სირცხვილია!
მაგრამ რახან ასეა და უკვე მერამდენედ დავრწმუნდით, რომ პოლიტიკური ინტერესების თუ პირადი გამორჩენის ან სულაც სიბრიყვის გამო ადამიანები უკადრებელს კადრულობენ, ამიტომ გვინდა კანონი სიცრუის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის შესახებ!!! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს არის ის კანონი რომელიც სასწრაფოდაა მისაღები!!"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი. Facebook-ზე.