11-04-2024
„თუ გამჭვირვალობის კანონი შეგიშლით ხელს დაკვირვებაში, დურბინდით მიაცქერდით და მკაფიოდ დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია, პოლიტიკური სანაგვისკენ!"- ასე გამოუხმაურა „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
კანონპროექტზე „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე".
როგორც ქადაგიძე წერს, 2020 წელს ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური ხმის დათვლა გააყალბა, პოლიტიკური კრიზის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რაც რევოლუციურ წიაღსვლებში უნდა გადასულიყო.
"კაცმა მშობლები დახოცა და მოსამართლეს ეხვეწებოდა, ობოლი ვარ შემიწყალეო;"
ასე გრძელდება "იდიოტოკრატია ენჯეოშნიკურად".
2020 წელს ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური ხმის დათვლა გააყალბა, პოლიტიკური კრიზის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რაც რევოლუციურ წიაღსვლებში უნდა გადასულიყო და ახლა, მისი უთავმოყვარეო თავმჯდომარე ღაღადებს - გამჭვირვალობის კანონი ხელს შეგვიშლის დაკვირვებაშიო.
არ იდარდოთ, ქართული საზოგადოებისთვის თქვენ სადამკვირვებლო მისიას ისეთივე ფასი აქვს, როგორც რომან გოცირიძის ულვაშს ქართული ეკონომიკისთვის.
თუ გამჭვირვალობის კანონი შეგიშლით ხელს დაკვირვებაში, დურბინდით მიაცქერდით და მკაფიოდ დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია, პოლიტიკური სანაგვისკენ!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.