გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთაველის თეატრის მსახიობი ზუკა პაპუაშვილი: როცა მართლა სისხლიანი რეჟიმი იყო, მაშინ სცენიდან კი არა, სცენის ქვემოდანაც არ გაგვიგია იმათი ხმა, ვინც დღეს მგზნებარე ლოზუნგებს გაჰყვირის

12-04-2024

ჩვენ რა კანონსაც მივიღებთ, თქვენთვის არ შეიძლებაო! ეს მაგათი ორღობე ხომ არ არის!? რას ჰქვია კანონი იმათთან არის და ჩვენთან არ უნდა იყოს?! თქვენთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ “გლახაა” ეს რა არგუმენტია?! - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ზუკა პაპუაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, არავის აქვს უფლება მსახიობების სახელით ისაუბროს კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, რადგან გაწერილი სცენარით მოქმედებენ რომელშიც ზოგიერთ მსახიობსაც შეხვდა როლი.

 

პაპუაშვილს მიაჩნია, რომ აქვს უფლება იცოდეს ქვეყანაში შემოსული ფულის წარმომავლობა და მიზნობრიობა.

 

„ეს რა მიდგომაა?! ვისაც რა უნდა, როგორც უნდა იმას იძახის. ცუდია, კარგია, არ იცის, მაგრამ მას ასე უთხრეს და ამიტომ - ცუდია! ვინც ეს უთხრა იმას, ვიღაცა მხარდამჭერი ჰყავს ევროპიდან თუ ამერიკიდან. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ისინი ჩვენ ქვეყნად არ აღგვიქვამენ, მაგათ რუკაზე საქართველო არ წერია, მათ აღქმაში ჩიხი ნომერი 12/8 ვართ თუ რა ხდება?! ისე გვიყურებენ, როგორც რაღაცა გზატკეცილი… ჩვენ რა კანონსაც მივიღებთ, თქვენთვის არ შეიძლებაო! ეს მაგათი ორღობე ხომ არ არის!?

 

რას ჰქვია კანონი იმათთან არის და ჩვენთან არ უნდა იყოს?! თქვენთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ “გლახაა” ეს რა არგუმენტია?! გაწერილი სცენარით მოქმედებენ და ზოგიერთ მსახიობსაც შეხვდა თავისი როლი! სცენიდან იკივლა ერთმა “არა რუსულ კანონს”… ვინ ხარ?! რა გაგიკეთებია?! ჭკუა რომ დამარიგო, ჯერ შენს აზრს უნდა ჰქონდეს ფასი, რომ მერე სხვამაც მოგისმინოს!

 

როცა მართლა სისხლიანი რეჟიმი იყო, მაშინ სცენიდან კი არა, სცენის ქვემოდანაც არ გაგვიგია იმათი ხმა, ვინც დღეს მგზნებარე ლოზუნგებს გაჰყვირის… თავიანთმა ტელევიზიებმა ატეხეს ქარიშხალი მსახიობების პროტესტიო…. ვინ მსახიობების?! ვინ მოგცათ ჩვენი სახელით ლაპარაკის უფლება?! მე ასე ვფიქრობ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეს, ზუკა პაპუაშვილს მაქვს უფლება ვიცოდე რა ფული შემოდის ქვეყანაში და რაში იხარჯება!“ - აღნიშნავს ზუკა პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031