13-04-2024
“მაგათ "ქართულ ოცნებას" ჰყავთ საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ეგეთ ნაგავს "ჭამს"” - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, "ქართული ოცნების" ამომრჩევლებთან დაკავშირებით "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ამომრჩევლებს "სჯერათ სისულეების", რომელსაც შემდეგ მეზობლებსა და მეგობრებში ავრცელებენ.
"ადამიანებს ტვინში უჯენენ, თითქოს დასავლეთი და ევროკავშირი ჩვენგან რაღაცას ითხოვს, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის ინტერესის და საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ წასვლას. მაგათ ["ქართულ ოცნებას"] ჰყავთ საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ეგეთ ნაგავს "ჭამს". ჩვეულებრივად ჭამენ და მათ შორის ეგ ხალხი მათი დიდი ნაწილი არიან, რომლებიც მობმული ჰყავთ ასევე ფულით ბიუჯეტზე, როგორ არ უჯერებენ, ისინი უჯერებენ. ნებისმიერ ეგეთ რაღაცას "ჭამენ" და მერე დადიან, ავრცელებენ მეზობლებში, მეგობრებში. არის საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც მაგ ნაგავს "ჭამს" და სჯერა იმ სისულელეების, რომ ვითომ რაღაც გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა უნდა" - განაცხადა ჯაფარიძემ.