გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა

15-04-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში 2 618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული ძვირფასეულობის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930