გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა მაისურაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მიჰაილ ბარტაკს შეხვდა

15-04-2024

15 აპრილს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა ჩეხ შეფ-მზარეულთან, მიჰალ ბარტაკთან და მისი ოჯახის წევრებთან, რომლებმაც 2023 წელს მომხდარი შოვის სტიქიის დროს, სამაგალითო თანადგომა გამოიჩინეს.


უწყების ინფორმაციით, გასულ წელს, მიჰალ ბარტაკი, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ტურისტული მიზნით იმყოფებოდა შოვში. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ისინი საკუთარი სურვილით დარჩნენ რაჭაში და სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებისთვის ყოველდღიურად ამზადებდნენ საკვებს.


საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მიჰალ ბარტაკს და მისი ოჯახის წევრებს, სოლიდარობისთვის და გულისხმიერებისთვის, რომელიც იმ მძიმე დღეებში, განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება იყო მთელი ქვეყნისთვის.


თავის მხრივ, მიჰალ ბარტაკმა გამოთქვა მადლიერება რაჭის ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის მიერ, სტიქიის ზონიდან ევაკუაციის შემდეგ, მისთვის და მისი ოჯახისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930