გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედა ენის დღესთან დაკავშირებით 14 და 15 აპრილს ქ. ონში ა(ა)იპ ორგანიზაციების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

15-04-2024

ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურის გამოფენა: „ბურჯი ეროვნებისა", ასევე კალიგრაფიული ნაშრომები და მხატვრულად გაფორმებული ქართული ანბანის გამოფენა, ასევე ნაჩვენები იყო ნაწყვეტი ფილმიდან „იავნანამ რა ჰქმნა". ააიპ ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ ეროვნული დღესასწაული შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა.

 

უწყების ინფორმაციით, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო სხვადასხვა ეკლესიიდან ჩამოტანილი და მუზეუმის სივრცეში დაცული X-XI საუკუნეების (სხიერი, ჯოისუბანი, სომიწო, ბოყვა, ბარი, ქრისტესი, ზემო სხვავა) ლაპიდარულ წარწერები და ონის მუზეუმში 1948 წელს პირველ ექსპონატად შემოსული 19 საუკუნის ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი.

 

ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმო ცნობილ საეკლესიო მოღვაწის, კალიგრაფის, ბიბლიოფილის ათონის მთაზე გარდაცვლილ ალექსი ბაქრაძის (1835-1908) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბარს, ვიზიტორებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ათონის მთიდან გამოგზავნილი საუცხოო კალიგრაფიით დაწერილი ბერი ალექსის წერილს. მუზეუმის თანამშრომლებმა ისაუბრეს ალექსი ბაქრაძის ვაჟის ფილარეტ ბაქრაძის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე და დედა ენასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილ ხელნაწერის სახით შემორჩენილ დოკუმენტზე.

 

დედა ენის დღისადმი მიძვნილი ღონისძიებების მიზანი მომავალი თაობებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება იყო, რომ ეს არის ეროვნული დღესასწაული, ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ეს არის განძი, რომელსაც ყველაზე მეტად დაცვა და გაფრთხილება ჭირდება.

 

შეგახსენებთ, რომ დედა ენის დღე 1990 წლიდან დაწესდა, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად , როდესაც თბილისში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930