გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა

16-04-2024

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამიწვევდა. ამის შესახებ მან რადიო LBC-სთან განაცხადა.


აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ გასულ დღეებში ბრიტანულმა ავიაციამ ისრაელის თავზე რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო.


„ჩვენ როგორც ერთმა ცალკე აღებულმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მეტი გავაკეთეთ. გადავამზადეთ 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, პირველებმა გადავეცით მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, შორი მოქმედების არტილერია და ტანკები.


თუმცა, თუ გსურს, თავი აარიდო ესკალაციას და ევროპაში ომის გაფართოებას, პირველ რიგში, არ უნდა დაუშვა, რომ ნატოს ჯარები პირდაპირ კონტაქტში შევიდნენ რუსულ ჯარებთან. ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია გახდებოდა“, - აღნიშნა კემერონმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31