გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„1tv.ru/news“: ამერიკელი სამხედროების ხელში საბჭოთა დროინდელი ვირუსული შტამების კოლექცია აღმოჩნდა-2014 წელს ლუგარის ლაბორატორიაში მავნებელი მწერების გამოყვანა დაიწყეს

26-09-2018

რუსული ტელეკომპანია «Первый канал»-ის პროგრამა «Время» თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას სიუჟეტს უძღვნის, სადაც ნათქვამია, რომ ამ ლაბორატორიაში მავნებელი მწერების გამოსაყვანი აპარატურის ამოქმედებას საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის გავრცელება მოჰყვა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


„ნიშანადობლივია ლაბორატორიის მდებარეობაც: აშენებულია აეროპორტის ტრასიდან სამ კილომეტრზე, ცოტა უფრო იქითაა აშშ-ის ავიაბაზა „ვაზიანი“. ლაბორატორია რეგიონის მოწინავე ხაზზეა და მასში ამერიკელი სამხედრო მეცნიერები მუშაობენ. რუკას თუ შევხედავთ, მსგავსი ობიექტები მინიმუმ 25 ქვეყანაშია, მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - საქართველოს გარდა სომხეთში, ყაზახეთში, უკრაინაში. ამერიკელი სამხედროების ხელში აღმოჩნდა ვირუსული შტამების რეგიონული კოლექცია, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის სანეპიდსადგურების მიერ იყო შეგროვებული: ციმბირის წყლულის, ბრუცელოზის, შავი ჭირის, ტულიარემიის, ქოლერის შტამები. გასაგებია, რომ ასეთი ინფექციური შტამების პატრონს სახიფათო სნეულებების დირიჟორობა შეუძლია, თანაც ისე, რომ ვერავინ ვერაფერს დაინახავს: უპილოტო მფრინავი აპარატებით - დრონებით მათი შეუმჩნევლად გავრცელება შეიძლება... 2014 წელს ლუგარის ლაბორატორიაში მავნებელი მწერების გამოყვანის აპარატურა ამუშავდა. დაახლოებით იმ დროს იფეთქა საქართველოში „ყირიმ-კონგოს“ ციებ-ცხელებამ. ინფეცია ტკიპების კბენით გადაეცემა. დაინფიცირდა 34 ადამიანი, მათგან ოთხი გარდაიცვალა“-ნათქვამია სიუჟეტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930