16-04-2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიდან თქვენი ციტატა ადასტურებს საქართველოს კანონპროექტის მიზანს. კანონი არანაირი ფორმით არ ზღუდავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ე.წ. საზოგადოებრივი ვოჩდოგი ორგანიზაციების როლის შესრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში სწერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო უკვე ათწლეულებია უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლია. მზარდი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის ნაკლებობა ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს.
,,საქართველოში ისინი, მართლაც, თავისუფლები არიან და ამ კანონის მიღების შემდეგაც თავისუფლები იქნებიან. მათ თავისუფლად შეეძლებათ „მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან“. ასევე, მათი დაფინანსების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც არ იქნება შემოღებული რაიმე სახის შეზღუდვა. განვმეორდები, არაკომერციული ორგანიზაციების ერთადერთი ვალდებულება ფინანსური დეკლარაციის ყოველწლიური წარდგენა იქნება.
თქვენ სწორად ახსენეთ არაკომერციული ორგანიზაციების ან სხვა სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმური შეზღუდვების შესაძლებლობა, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ სივრცედ აღნიშნულია კანონების გავრცელება „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაზე“. ნამდვილად, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში მეტი გამჭვირვალობის მიღწევა წარმოდგენილი კანონმდებლობის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
საქართველო უკვე ათწლეულებია არის უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლი. მზარდი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის ნაკლებობა ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს. პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამის მიუხედავად, არაერთხელ გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჩრდილოვანი სქემები არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების გზით, რაც არ იყო ცნობილი სახელმწიფოსა და ფართო საზოგადოებისთვის. წარმოდგენილ კანონმდებლობას აქვს გარკვეული მექანიზმები პოლიტიკურ პარტიებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მსგავსი უკანონო კავშირების გამოსავლენად და თავის ასარიდებლად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2024 წლის შემოდგომის არჩევნების წინ.
საერთო ჯამში, საზოგადოებას შეეძლება არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების შესაძლო უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის, რათა მათ ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. სახელმწიფო უსაფრთხოება არის არა აბსტრაქცია, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშესახები უფლება,’’ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.