17-04-2024
კონკრეტული ენჯეოები იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ემოქმედა გამჭვირვალობის შესახებ კანონს ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ემოქმედათ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ.
„ამ საკითხზე ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს, კონკრეტული ენჯეოები იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდება, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. კონკრეტული ენჯეოები იყვნენ აქაც ჩართული. აქაც მგონია, რომ ყოფილიყო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს", - განაცხადა კობახიძემ.