19-04-2024
„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა“,„ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა“, „ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას?“, - ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელ x-ის მომხმარებლები მეთიუ მილერის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანების აღშფოთება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის იმ განცხადების მოჰყვა, რომელშიც ის კანონპროექტს კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.
„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა”- წერს ელბა ბორგია.
„ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა. ჩვენი თვალთმაქცობის დონე მართლაც ამოუცნობია“,- კელი რაიტი.
მომხმარებელი ავსტრალიიდან კი ყურადღებას მის ქვეყანაში მოქმედი კანონის დადებით მხარეზე ამახვილებს:
„ჩვენ გამჭვირვალობისთვის კანონები გვაქვს ავსტრალიაში. ძალიან კარგია. ჩვენ არ გვსურს უცხოელი აქტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის საბოტაჟირება, ასე არაა?
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს 1938 წელს აშშ-ში მიღებული უცხოური გავლენის კანონი?“,- კითხვით მომხმარებელი პირადად მილერს მიმართავს.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მილერს კანონის რუსულად მოხსენიების გამო აკრიტიკებს და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს - „ის პატივს არ სცემს საზოგადოების ინტელექტს და დარწმუნებული ავრცელებს სიცრუეს“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, მომხმარებლებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს თვის ყველაზე თვალთმაქცის სტატუსიც კი მიანიჭეს.
„თვის ყველაზე დიდი თვალთმაქცის ჯილდო გადაეცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს“- გილოცავთ !“, - წერს მომხმარებელი.
რას ლაპარაკობ კლოუნო? ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზებას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას? ამ კანონის შესახებ შეგიძლიათ ჰკითხოთ კანადასა და ავსტრალიას. მათაც აქვთ და ჯერჯერობით პრობლემას ვერ ვხედავ.რისი გეშინიათ?!“,- ასე მიმართავს მილერს სოც ქსელის მომხმარებელი.
„მოიშორეთ ევროკავშირი და იყავით ამ ტირანებისგან თავისუფალი“,- წერენ სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთი მომხმარებელი კი წერს, რომ მხოლოდ აშშ-ს აქვს უფლება ჰქონდეს უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობა.
ჯეკ მაქსი - მოვუწოდებ საქართველოს და სხვა სუვერენულ ქვეყნებს გააკეთონ იმის საპირისპირო, რასაც მილერი წერს.