20-04-2024
მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ არის, ხომ ვხედავთ, (ამდენი ხანი ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყოს, არ მახსენდება,) ლომჯარიები და გიგაურები კი ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ესეც ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, როთაც ეხმიამება “ქართულო ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას: “თუ ვინმეს შეუძლია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.”
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ოპონენტებმა იციან ბიძინა ივანიშვილის განუსაზღვრელი ავტორიტეტის შესახებ მოსახლეობაში და ყველანაირი მეთოდით ებრძვიან, მაგრამ მათი პროტესტი სიცრუეზეა აგებული.
„მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ არის, ხომ ვხედავთ, (ამდენი ხანი ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყოს, არ მახსენდება,) ლომჯარიები და გიგაურები კი ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ესეც ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, იციან მისი განუსაზღვრელი ავტორიტეტის შესახებ მოსახლეობაში და ყველა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით ებრძვიან, მაგრამ როგორც ყოველთვის, არც ახლა აქვს მათ "ბრძოლას" განხორციელების შანსი, იმიტომ რომ სიცრუეზეა აგებული მათი პროტესტი” - წერს ნინო ფოჩხუა.