გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია: სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის პრინციპებზე, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში, პატივი უნდა სცეს შენს სუვერენულ უფლებას თავად მიიღო გადაწყვეტილება რა არის შენთვის კარგი

22-04-2024

„დღეს, თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში” - ამის შესახებ "საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.


მისი თქმით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დასახოს საკუთარი პრიორიტეტები.


"მოგეხსენებათ, დღეს თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში, პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებებს, შენს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რა არის შენთვის კარგი ან უკეთესი. ჩვენ უფლება გვაქვს, მოვუსმინოთ ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ასევე უფლება გვაქვს თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ის, რომ ჩვენს ინტერესებს არავინ არ დაიცავს ჩვენ გარდა" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია POSTV-სთან საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930