გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე სტეფანე: მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს

22-04-2024

მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.


„მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.


ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე - რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31