23-04-2024
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო აქციას ეხმიანება, რომლის თანახმად ფონდი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს.
მისი თქმით, ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.
„ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო ცნობილ შემადგენლობას, მიხვდით ალბათ ვისაც - კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა განსჯის სხვებს საკუთარი გარყვნილების დონიდან გამომდინარე და ეს დონე კი უკვე საზღვრებს გადასცდა კარგა ხანია“, - წერს ანჯაფარიძე.