გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს მიმართა: ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის

24-04-2024

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ.

 

კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით.


„ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით, - განაცხადა კაჭარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031