გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24-04-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ირაკლი ჩიქოვანმა ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუციისა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.


ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილ წვლილზე. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიური მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031