გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომ „ანტი ისრაელის“ კამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ეს „იმპერატორი“ ღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

28-04-2024

„რადიკალურმა ჯგუფმა აშშ-ში უკვე მიიღო სულ ცოტა 300 000 აშშ დოლარი „სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან" და 355 000 აშშ დოლარი „ძმებ როკფელერების ფონდიდან". საიდან ვიცით? ამერიკაში მოქმედი ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე - აი, იმისი, „არარუსულკანონს" რომ უწოდებენ ჩვენთან ადგილობრივი ნეანდერტალელები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, რა თამაშს თამაშობს სოროსი ჯერ გაუგებარია. შესაძლოა ამით ცდილობს თეთრი სახლის ახალი პოტენციური მეპატრონეების ლოიალურობის შეძენას.


„არცერთი მასობრივი პროტესტი არ რჩება გადაუხდელი - ყველაფერს აქვს თავისი ფასი და სპონსორი. მოულოდნელი აღმოჩენა გვეწვია ამერიკიდან. ირკვევა, რომ რადიკალური „ანტი ისრაელის" საპროტესტო გამოსვლები შეერთებული შტატების მასშტაბით (კოლეჯებში) ორგანიზებულია იმ ჯგუფების მიერ, რომლებმაც ჯორჯ სოროსისგან დაფინანსება მიიღეს (ევრიკა!). საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო, როდესაც სტუდენტებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსის გაზონი დაიკავეს და მთელ ქვეყანაში ვირუსულად გავრცელდა. კარვების ქალაქები მოეწყო კოლეჯებში, მათ შორის - ჰარვარდში, იელში, ბერკლიში (კალიფორნია), ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში და ემორიში (ჯორჯია).


ყველა მათგანი სოროსის მიერ დაფინანსებული ფონდის („სტუდენტები სამართლიანობისთვის პალესტინაში“) ფილიალების მიერ იყო ორგანიზებული. ზოგიერთ ქალაქში სტუდენტებმა ნამდვილი ბრძოლები მოაწყვეს პოლიციასთან (შანსი არაა, არ იზამდნენ!). სამ კოლეჯში საპროტესტო აქციებს აწყობენ დაქირავებული „ფასიანი" რადიკალები, რომლებიც ასევე არიან სოროსის მიერ დაფინანსებული ჯგუფის, USCPR („ამერიკის შეერთებული შტატების კამპანია პალესტინის უფლებებისთვის“) „სტიპენდიატები“. New York Post-ის ინფორმაციის თანახმად, USCPR საკუთრივ თავის ცენტრალურ ოფისში გაერთიანებულ „სტიპენდიატებს" უხდის $7,800-მდე და $2,880-დან $3,660-მდე სხვადასხვა კოლეჯებში გადანაწილებულ თავის „სტიპენდიატებს“, კვირაში რვასაათიან ტრენინგებში „პალესტინის ორგანიზაციების მიერ წარმართული კამპანიების“ ორგანიზების ფარგლებში.


2017 წლიდან აღნიშნულმა რადიკალურმა ჯგუფმა ამ „სტიპენდიებისთვის" უკვე მიიღო სულ ცოტა 300 000 აშშ დოლარი „სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან" და 2019 წლიდან 355 000 აშშ დოლარი „ძმებ როკფელერების ფონდიდან". საიდან ვიცით? ამერიკაში მოქმედი ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე - აი, იმისი, „არარუსულკანონს" რომ უწოდებენ ჩვენთან ადგილობრივი ნეანდერტალელები.


ამ ისტორიას აქვს კიდევ ერთი საინტერესო კონტექსტი: თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომ „ანტი ისრაელის" კამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ეს „იმპერატორი" ღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში.


საპროტესტო კარვებს შლიან დემოკრატების ზუსტად იმ ულტრამემარცხენე ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც BLM-ის ტალღაზე სწორედ ბაიდენის რიგები გაამაგრეს თავის დროზე, დღეს კი ამ აქციებით სწორედ მას დააკლებენ ხმებს 5 ნოემბერს. რა თამაშს გვთავაზობს სოროსი - ჯერ გაუგებარია. შესაძლოა ამით ცდილობს თეთრი სახლის ახალი პოტენციური მეპატრონეების ლოიალურობის შეძენას - ვნახოთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930