გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს

28-04-2024

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგებისას გამოეხმაურა.

 

„იძახიან, რომ ადამიანი, რომელმაც მრავალი ქველმოქმედება მოიმოქმედა ქვეყანაში, ასეთი ადამიანი თურმე უნდა დასანქცირდეს და სისხლისმსმელი ტოტალიტარული რეჟიმის შემოქმედი ადამიანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.


ჩვენ კარგად გვახსოვს ის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ყველა ოჯახს შეეხო თავისი ტირანიით, მხეცზე უფრო მეტად დაუნდობელი ქმედებებით. მაშინაც, მე კარგად მახსოვს ეს ე.წ. დასავლეთი როგორი უწოდებდა მას დემოკრატიის შუქურას. სანამ ქართველმა ხალხმა არ ამხილა მრავალმხრივ დანაშაულში მისი რეჟიმი.


ჩვენი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ამ დიდ ზეწოლას უნდა გაუძლოს. ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ჩვენი ღირებულებებით, მრავალსაუკონოვანი კულტურით, ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს,“- აცხადებს ეპისკოპოსი გიორგი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930