გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: 29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად

28-04-2024

„რადგან 29 აპრილს უკვე დაანონსებული გვაქვს აქცია, ბუნებრივად, სხვა აქცია რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად ვეღარ ჩატარდება,“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, 29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად.


„მეორე დღიდან, დარწმუნებული ვარ, ყველას გაუქრება სურვილი, რომ რაიმე ტიპის სხვა აქცია ჩაატაროს, როდესაც დაინახავენ, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად,“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.


დეპუტატის თქმით, რეზოლუციის მიღებით, სენატორებისა თუ ევროპარლამენტარების გამოსვლით, უკვე ცხადი გახდა, რომ „ენჯეო“ სექტორი და რადიკალური ოპოზიცია უცხოური შავი ფულით იკვებება.


„დღეს, 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება, რომ ვინმეს გამჭვირვალობის ეშინოდეს. ე.ი. რაღაც მართლა დასამალი აქვს. ამიტომ, ნებისმიერი აქცია, რომელიც კანონპროექტის წინააღმდეგ იქნება, აუცილებლად მიილევა. რეზოლუციის მიღებით, სენატორებისა თუ ევროპარლამენტარების გამოსვლით, უკვე ცხადად დავინახეთ, რომ ენჯეო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია უცხოური შავი ფულით იკვებება. ამიტომაც აჟღერებენ იმ შეტყობინებებს, რასაც მათი პატრონები ავალებენ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31