გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილმა "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" შეადარა

30-09-2018

"დღეს მე ვხედავ პარტიას, რომელიც ისევე, "როგორც მოქალაქეთა" კავშირი, ისევე როგორც "ნაციონალურ მოძრაობა", პათოლოგიურად აძლიერებს თავის ვექტორს და ამ პროცესში დარწმუნებულია, რომ სწორი გზით მიდის"-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.


"ჩვენ ვერ გადავდგით ნაბიჯი, რომ ერთპარტიული სისტემიდან გადავეთროთ სტაბილურ, მრავალპარტიულ, ევროპულ სისტემაზე. ეს ახსნები მომისმენია "მოქალაქეთა კავშირისგან", მომისმენია "ნაციონალური მოძრაობისგან", ახლა ვისმენ ამ ახსნას "ქართული ოცნებისგან", რომ რაღაცა ღვთით მოცემული ნიჭით, ყველა პატრიოტი, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი და ჯანმრთელი გაერთიანდა ერთ პარტიაში, ხოლო დანარჩენები - უნიჭოები, უნიათოები და გაუნათლებლები არიან სხვა პარტიებში. ეს იგივე ნარატივია, რასაც ყვებოდა "მოქალაქეთა კავშირი", "ნაციონალური მოძრაობა" და რასაც ყვება "ქართული ოცნება".


ერთპარტიული მმართველობა არის ნორმალური, ჯანმრთელი პლურალიზმის საწინააღმდეგო, რომელიც ბუნებრივია ადამიანისთვის. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ამიტომაც, მრავალფეროვნება უნდა არსებობდეს პოლიტიკაში. თუ ეს არ არის, დანარჩენი ყველაფერი არის ბელეტრისტიკა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ფორმატიდან ჯერ არ ამოვედით. მაგრამ აქედან ამოსვლა იქნება ქვეყნის წინსვლის წინაპირობა.


რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ასეთივე ძლიერი ლიდერები ჰყავდათ სხვა პარტიებსაც. მათაც, ალბათ, ჰქონდათ არგუმენტები, რომ ყველაზე ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანები მაშინ შევარდნაძემ შემოიკრიბა, მერე სააკაშვილმა, ახლა ყველაზე ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანები ბიძინას ნათელი მზერით იქნენ გამოვლენილი და აი, ამხელა ბედნიერებაში ვართ. მაგრამ ეს ხომ ნათელია, რომ ეს არ არის ბუნებრივი, როცა მარტო ერთი პარტიაა"-განაცხადა მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930