გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება

8-05-2024

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კანონების მიღებას და აცხადებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ ქვეყნების საშინაო დემოკრატიებში უცხოური გავლენის ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა.


„საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება.


ქართულ კანონმდებლობაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა (განსაკუთრებით ეს შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციაებს), აბსოლუტურად თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ჭრილში არის წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031