გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ ვინმეს რამე დააკლდება! - დავით ქართველიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს

8-05-2024

„ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ კი ვინმეს რამე დააკლდება! პირიქით - ესეც ჩაფიქრებული გვაქვსო,“ - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება For.ge-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი აქციების ძალადობრივ განვითარებაზე, მათ შორის, აქტივისტების ფიზიკურ დაზიანებაზე საუბრობენ.


ქართველიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებისთვის მთავარია, თავად მათ არაფერი მოუვიდეთ.


„ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ კი ვინმეს რამე დააკლდება! პირიქით - ესეც ჩაფიქრებული გვაქვსო, მთავარია ჩვენ, ქოუჩებს არაფერი მოგვივიდეს! „განძთა კუნძული“ ვის არ წაუკითხავსო - ცალთვალა პიუ ან ცალფეხა სილვერიც ევროპელები იყვნენ. მსხვერპლის გარეშე ეს „განძი“ არ მოიპოვება... ერთხელაც ვეცდები თქვენს „ნომერ ერთი“ და „ნომერ ორი“ მშობლების გრძნობებს ჩავწვდე, ესენი არ გინდობენ და თქვენ თუ დაინდობთ საკუთარ შვილებს, საკითხავი ესაა...” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031