გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ - თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

8-05-2024

„ამ ჩანაწერებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს. ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ,“ - ასე ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ მასალას, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რამდენიმე პირთან საუბრობს პროტესტზე და ქუჩების პარალიზებაზე.


მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს.


„ზურაბ (ჩახდილი) ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს. ამ ჩანაწერებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს. ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ. ახალგაზრდებო გონს მოდით, თქვენ ქართული სახელმწიფოს დასაცავად კი არა, მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებთ,“ - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31