გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი იწყება

30-09-2018

ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, კავკასიის ბიზნესსკოლის მხარდაჭერით და ბათუმის იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს მიეცემათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.


კურსის პირველი ეტაპი 1 ოქტომბერს დაიწყება და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც 24 კომპანიის 30-მდე წარმომადგენელი დაესწრება. კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს და აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსელი და ფასწარმოქმნა, ექსპორტის ციკლი და ა.შ. წინა კურსისგან განსხვავებით მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ახალი, ძალიან საინტერესო მოდული “მოლაპარაკების ხელოვნება“, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. ასევე, კურსი ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში.


კურსის დასრულებისთანავე, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს - „Certified Export Manager.“


ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ - როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 75%-ს დაუფინანსებს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930