გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაქოში, გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2024” საქართველოდან მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს

22-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2024“8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.


საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან ბეიქერსი“ და „ზელატოსი“ წარმოებული ქართული კაკალი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მონაწილე 6 კომპანია  სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.


ბაქოში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე  ესწრებოდნენ.


როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ  აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელსქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს.


„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად მზარდია. რაც შეეხება გამოფენებში მონაწილეობას, ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას“, - განაცხადა  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ.


გამოფენას „CASPIAN AGRO“ ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930