გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „გლობალურმა ომის პარტიამ“, თუ ამის თავი აქვს, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე ზეწოლა მოახდინოს პოლონეთზე, ნორვეგიაზე, ფინეთზე, ბალტიის ქვეყნებზე და შეეშვან სუვერენულ საქართველოს!

22-05-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც საქართველოში ომის დაწყებით დაინტერესებულ აქტორებს მიმართა, თავიანთ ქვეყანაში გამართონ ომი და მოაწყონ მეორე ფრონტი, საქართველოს კი, რომელსაც მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები სჭირდება - შეეშვან.


აბაშიძის თქმით, კავკასიის ფართო რეგიონს შურს მშვიდობა და განვითარება, რაც ნებისმიერი კონფლიქტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა, "გლობალური ომის პარტიამ" კი, სხვა ქვეყნებზე მოახდინოს ზეწოლა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.


„გლობალურმა ომის პარტიამ", თუ ამის თავი აქვს, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე ზეწოლა მოახდინოს პოლონეთზე, ნორვეგიაზე, ფინეთზე, ბალტიის ქვეყნებზე და შეეშვან სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს! საქართველოს, სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონს სურს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, რაც ნებისმიერი კონფლიქტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა“, - წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930