15-01-2018
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
აბესაძე პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს.
ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის აღებას ედავება.