15-01-2018
უკრაინის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესა და იური ლუცენკოს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა 12 იანვარს შედგა და მხარეებმა განიხილეს ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები, კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ სისხლის სამართლის პროცესისა და ექსტრადიციის პროცესში.
რელიზში არაა დაკონკრეტებული მოხდა თუ არა მხარეებს შორის სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი.