გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი „ჯემნიუსის“ ჟურნალისტზე: გამაოგნებელია, რომ თანამედროვე „ევროპულ ღირებულებებში“ ერთად შეიძლება თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და იმ ადამიანის დაფინანსება, რომელსაც ეკუთვნის მოწოდება 84 ტყვიის სროლის შესახებ

30-05-2024

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, "ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუკ-გვერდის, "სინამდვილეში" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ლევან დათუნაშვილი (Leo nafta), რომლის ონლაინმედია "ჯემნიუსი" აშშ-ის საელჩოს, „ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის" და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის" მიერ ფინანსდება, სოციალურ ქსელში დეპუტატების მკვლელობის მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს.


შარმანაშვილის განცხადებით, დათუნაშვილის სახელფასო ანგარიშზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩარიცხული ყოველი ცენტი, ამიერიდან კეფაში სასროლი ტყვიის ფული იქნება.


მისივე თქმით, გამაოგნებელია, რომ თანამედროვე ევროპულ ღირებულებებში შესაძლოა თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და მსგავსი ადამიანის დაფინანსება.


„გამაოგნებელია, რომ, როგორც ჩანს, თანამედროვე "ევროპულ ღირებულებებში" ერთად შეიძლება თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და იმ ადამიანის

დაფინანსება, რომელსაც ეკუთვნის მოწოდება კეფაში 84 ტყვიის სროლის შესახებ… დღეის იქით, ყოველი ცენტი, რომელიც ამ ადამიანის სახელფასო ანგარიშზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩაირიცხება, იქნება კეფაში სასროლი ტყვიის ფული!," - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031