გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

31-05-2024

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა.თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა.


მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში.


განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ თავიანთი ფინანსები.


ნაკრები მუდმივ შეთავაზებებთან ერთად მოიცავს უფასო სადებეტო ბარათებს, SMS მომსახურებას, მობაილბანკს და ინტერნეტ ბანკს/hi app-ს. მოსწავლეები და სტუდენტები სარგებლობენ 0%-იანი საკომისიოთი საბანკო სერვისებზე, თანხის განაღდებასა და სავაჭრო ობიექტებში გადახდაზე.


ნაკრების გამოწერა უფასოა და შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე - tbcyouth.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.


თიბისი მუდმივად მხარს უჭერს ახალი თაობის განვითარებას და ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930