გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ყირგიზეთში პირველი მერცხალი „სოროსის ფონდი“ იყო, რომელმაც დეკლარაციის შევსებას ქვეყნის დატოვება ამჯობინა, ჩვეთან ასეთ მერცხალზე New Lines Magazine იუწყება: NATO-ს პროექტი, რომელიც რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხუ

31-05-2024

„ყირგიზეთში პირველი მერცხალი „სოროსის ფონდი“ იყო, რომელმაც გამჭვირვალობის დეკლარაციის შევსებას, ქვეყნის დატოვება ამჯობინა. ამით მან მხოლოდ გაურკვეველ მათემატიკურ ფანტაზიებში დატოვა ყირგიზი ხალხი - რა ოდენობის ფული შემოდიოდა ქვეყანაში და რა მიზნებით იხარჯებოდა, გაურკვეველი დარჩა“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, საქართველოში ასეთი პირველი მერცხალი გახდა ნატო-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რუსეთის ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა.


„ყირგიზეთში პირველი მერცხალი „სოროსის ფონდი“ იყო, რომელმაც გამჭვირვალობის დეკლარაციის შევსებას, ქვეყნის დატოვება ამჯობინა. ამით მან მხოლოდ გაურკვეველ მათემატიკურ ფანტაზიებში დატოვა ყირგიზი ხალხი - რა ოდენობის ფული შემოდიოდა ქვეყანაში და რა მიზნებით იხარჯებოდა, გაურკვეველი დარჩა. საქართველოში კი ასეთ პირველ მერცხალზე გამოცემა New Lines Magazine იუწყება: NATO-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა. ამ პროექტის ფარგლებში თურმე Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც „საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და უკრაინაში პუტინის ომზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.“ ჩვენც გვრჩება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ოდენობის ფული დაიხარჯა ამ პროგრამის ფარგლებში „ათობით ყალბი ფბ-ანგარიშის“ წასაშლელად, რომლებიც ხელს უშლიდნენ უკრაინას ომში რუსეთის დამარცხებაში. მე მგონი, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში არანაკლებ 10 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა. თუმცა ახლა ამას როგორღა გავიგებთ?“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930