გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნის თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი

31-05-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმიანება.


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ის მომზადებულია კანონის არაოფიციალური ინგლისური თარგმანის საფუძველზე, რომელიც მიწოდებული იქნა USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ.


მისი თქმით, თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი.


„კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ეუთო/ოდირის დასკვნას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე, გამომდინარე იქიდან რომ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია. დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ის მომზადებულია კანონის არაოფიციალური ინგლისური თარგმანის საფუძველზე, რომელიც მიწოდებული იქნა USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ. ანუ თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930