2-06-2024
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქველმოქმედო კონცერტს - „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ ეხმიანება და დაგეგმილ ღონისძიებას პოლიტ-ოპოზიციურ კონცერტს უწოდებს.
ანჯაფარიძე მოუწოდებს წარმოადგინონ ზემოთ ხსენებული კონცერტის სპონსორების სია და სვავს კითხვას გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობენ ისინი "ქველმოქმედებით“.
„დღევანდელი "საქველმოქმედო," სინამდვილეში კი პოლიტ-ოპოზიციური კონცერტის სპონსორები ვინ არიან?
გამოდეთ სია, მაგალითად ვინ გადაიხადა სცენის ფული (1 დღე მინიმუმ 60,000!) და ა.შ. ნუ გერიდებათ ! საზოგადოება სახეზე უნდა იცნობდეს თავის ხელგაშლილ "გმირებს".
ისე, გარედან შემოსული ფულის გარეცხვას ხომ არ ცდილობთ "ქველმოქმედებით?!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.