გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში პოლონელი ინსტრუქტორების გაგზავნაზე ეფექტიანი და უსაფრთხო, პოლონეთში მცხოვრები უკრაინელებისგან ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, გაწვრთნა და გაგზავნა იქნება

2-06-2024

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მის ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელებისგან ქვედანაყოფის ჩამოყალიბებისა და მათი ბრძოლის ველზე გაგზავნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს, პოლონელი ინსტრუქტორების გაგზავნაზე ეფექტიანი იქნება. 


ამის შესახებ, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად, ქვეყანაში ინსტრუქტორების გაგზავნის თაობაზე უკრაინის თხოვნაზე საპასუხოდ განაცხადა.


„განვიხილეთ და დავასკვენით, რომ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება, პოლონეთში გავწვრთნათ უკრაინელები, რომლებიც ჯარში გაწვევას ექვემდებარებიან“, - განაცხადა სიკორსკიმ.


პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას დაეხმარება, მობილიზაციას დაქვემდებარებული მამაკაცები ქვეყანაში დაბრუნდნენ. 


„ეს გადაწყვეტილება, ეთიკურად არაერთგვაროვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ უკრაინას სურს, მისმა მოქალაქეებმა საკუთარი სამშობლო დაიცვან“, - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031