გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ეს არის ღია გამარჯვება საშინაო თუ საგარეო არაკეთილმოსურნე ძალებზე, რაც აიძულებს გარე და შიდა ძალებს სახელმწიფოსთან პოლიტიკური ურთიერთობების ახალ სტილს

3-06-2024

„ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი, არის ღია გამარჯვება საშინაო თუ საგარეო არაკეთილმოსურნე ძალებზე. ეს არის ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღიარება რაც აყალიბებს და აიძულებს გარე და შიდა ძალებს ქართულ სახელმწიფოსთან პოლიტიკური ურთიერთობების ახალ სტილს,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლას ეხმიანება.


მისი განმარტებით, კანონით მოწესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები და სხვა.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა, შესაბამისად, კანონი ძალაში შევიდა. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი, არის ღია გამარჯვება საშინაო თუ საგარეო არაკეთილმოსურნე ძალებზე. ეს არის ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღიარება რაც აყალიბებს და აიძულებს გარე და შიდა ძალებს ქართულ სახელმწიფოსთან პოლიტიკური ურთიერთობების ახალ სტილს. მინაწერი: კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები:


უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის: ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. პროექტით უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.


გილოცავთ, რადგან უმრავლესობის ნებამ გაიმარჯვა უმცირესობის ანტისახელმწიფოებრივ ნებაზე. ქართული სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდი ღირსებით პოზიციონირებს,“ - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930