გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს, ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით

4-06-2024

პარტნიორებთან ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მეგობრობა და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც, მთელი ამ წლების განმავლობაში, იდგნენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს არავისგან მიიღებს.


„ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს, რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხო სახელმწიფოებისგან. ამაზე ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით. სადაც იქნება ეროვნული ინტერესები დასაცავი, ბოლომდე დავიცავთ. არავის კარნახით არ ვიმოქმედებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუსმენთ აბსოლუტურად ყველას, თუ იქნება არგუმენტირებული, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი ვალდებულებაა, ყველას მოვუსმინოთ, მაგრამ არავის დირექტივებით და კარნახით ჩვენ არ ვიმოქმედებთ. როდესაც, მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. გახსოვთ, თავის დროზე ჩვენ ამ დირექტივას არ გავყევით, დავიცავით ეროვნული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა. ასევე, ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო 4-ჯერ, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ასეთ დირექტივებს მიჰყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის იყო აგენტურა. გახსოვთ, რეებსაც აკეთებდნენ, რა მდგომარეობაში შეიყვანეს მათ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით, იყო 1 000 პრობლემა, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ტერიტორიების დაკარგვის კუთხით და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა დირექტივების გამო,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930